“ქართული ოცნების” ლიდერებმა საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

პარტია “ქართული ოცნების” ლიდერებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილი გმირის ხსოვნას.

მემორიალთან იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი.

lV ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდა, იგი სეპარატისტებმა წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა და 2013 წელს სოფელ ქვემო ალვანში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები