გოჩა ენუქიძე: შეზღუდვების დაწესება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან, 17 სწორედ მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა

“შეზღუდვების დაწესება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან, 17 სწორედ მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა”,- ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ განაცხადა.

იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდანაც.

ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის.

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში იფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები, საბანკო დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვები დაწესებულებები.

თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.

მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს.

გარდა ამისა, შესაბამისი უწყებები ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები