ოზურგეთის დრამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება

10 აგვისტოს, 19:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დრამატული თეატრის თაღებში ქართველი გამოჩენილი მომღერლისა და ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება.
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დრამატული თეატრის თაღებში ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, იუბილეზე გამართულ კონცერტზე იმღერებენ: ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,რუსთავი”, ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი ,,ბასიანი”, მესტიის ანსამბლი ,,რიჰო”, კახეთიდან ანსამბლი ,,შილდა”, ხულოს უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბერმუხა”, გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი, მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი ,,შემოქმედი” და გენიალური გურული ტრიო – შალვა ჩემო.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამსწრეთა რიცხვი შეზღუდულია. მსურველებს შეეძლებათ, კონცერტს სპეციალურად მათთვის დამონტაჟებული ეკრანიდან ადევნონ თვალი.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქველმოქმედო ფონდი ,,ქართული გალობა” და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები