აბაშაში საცხენოსნო ტურნირი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, ქართული ხალხური ცხენოსნოbის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ერთდღიან ტურნირში საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მოადგილე დავით ვერავა, აბაშის მერი ლევან მაკალათია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

პროგრამაში ისინდი, ცხენბურთი და  დოღი იყო  წარმოდგენილი. გამარჯვებულ გუნდებს და ცხენოსნებს,ფულადი ჯილდოები და სხვადასხვა პრიზები გადაეცათ.

საქართველოს ჩემპიონატი კი 18-19 აგვისტოს ზუგდიდში გაიმართება, სადაც გამარჯვებული სპორტსმენები პირველობისთვის იბრძოლებენ.

შეჯიბრი  საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციის ორგანიზებით და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭეrით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები