გოჩა ენუქიძე: ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ვითარება სტაბილურია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, სტიქიით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღებში, ჭიორასა და გლოლაში იმყოფებოდა.

დეპუტატი პირადად გაეცნო სამუშაოებს, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციოდ ხორციელდება. ასევე ადგილზე ესაუბრა მოსახლეობას და მათგან პრობლემატური საკითხები მოისმინა.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში, ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, ვითარება სტაბილურია და სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რასაც პოზიტიურ შედეგებამდე მივყავართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები