უბედური შემთხვევა სამტრედიაში – მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

სამტრედიაში შუახნის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. უბედური შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ სამტრედიის შესასვლელში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მატარებლის მემანქანემ მამაკაცს რამდენჯერმე ხმოვანი სიგნალით ანიშნა, რომ ლიანდაგიდან გადასულიყო, თუმცა უშედეგოდ. შუა ხნის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები ადგილზე მუშაობენ.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქმეზე გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები