კახეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა – ინფიცირებული ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობს

კახეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა – “კოვიდ-19” გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის მკვიდრს დაუდასტურდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაინფიცირებული ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე, სხვა დამატებითი დეტალი ცნობილი არ არის.

,,ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსზე ტესტი რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა და პასუხი დღეს მივიღეთ – დადებითი. კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს და სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე, არ მაქვს”- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მამაკაცის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

სოფელ ვეჯინში ეპიდემიოლოგები დილიდან აქტიურად მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები