საგარეჯოში საზოგადოებრივი კოლეჯ “სპექტრის” წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საგარეჯოში, კულტურის სახლის მცირე დარბაზში, საზოგადოებრივი კოლეჯ “სპექტრის” წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი, კოლეჯი “სპექტრის” პროგრამის  “პროფესიული განათლება წარმატებისთვის” ფარგლებში , რომელიც გულისხმობს ქვეყანაში პროფესიული განათლების სისტემის და კოლეჯი “სპექტრის”  შესახებ ცნობადობის ზრდას, ამ მიმართულებით  საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას გულისხმობს.

საგარეჯოში საჯარო შეხვედრაზე კოლეჯმა კომპანია “ევრომასტერის” მილების ტელედიაგნოსტიკის მობილური ლაბორატორია (cctv ) წარადგინა.

ცნობისთვის, “სპექტრში” 16 ივლის კომპანია “ევრომასტერთან” გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში  წყალარინება – წყალმომარაგების სასწავლო ლაბორატორია გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები