ზუგდიდში ავარიის შედეგად სამი მამაკაცი დაშავდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულებს ამ წუთებში სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები