“კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი გორსა და თბილისში რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა.

ქორჩაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირებული ექიმის კონტაქტების ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

„ინფიცირებული ექიმი შიდა ქართლში, კერძოდ, გორში ორ კლინიკაში და თბილისშიც რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა. ვატარებთ ღრმა ეპიდკვლევებს, დეტალურად ვსწავლობთ ყველა შესაძლო კონტაქტს, რომ დადგინდეს ინფიცირებულთან პირდაპირი და არაპირდაპირი კავშირები. უკვე ავიღეთ კონტაქტირებული ​28 პირის ნიმუში. გადაგზავნილია ლუგარში და პასუხები დღეს საღამოსთვის იქნება ცნობილი“, – განაცხადა ქორჩაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები