აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდების მხარდასაჭერად ახალი პროგრამების განხორციელებას იწყებს

 

 

ახალი პროგრამები გიდებისათვის – აჭარის ტურიზმის დეპატრამენტმა გიდებს ტრენინგი ჩაუტარა. პირველ ეტაპზე, მათ კორონავირუსთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებზე ესაუბრნენ.

დეპარტამენტი გიდების მხარდასაჭერად ახალი პროგრამების განხორციელებას იწყებს, რაც ინფოტურებსა და სხვადასხვა აქტივობებს გულისხმობს.

,,აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაგეგმა და ანხორციელებს გიდების მხარდაჭერის პროექტებს. სწორედ ამ მიზნით ჩატარდა პირველი ეტაპი გიდებთან შეხვედრის, რაც გულისხმობს პანდემიის პირობებში ჩაატარონ ტურები უსაფრთხოდ. ახალი პროგრამის დეტალებს გიდებს უახლოეს პერიოდში გავაცნობთ“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ პროექტის ნაწილს დეპარტამენტი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები