ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს

 

ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ოპერატორებს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობდნენ.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ამ დროისთვის, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები