ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა.

დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია.

ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც “რეგიონულ კვირას” უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები