ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ,,რეგიონულ კვირას“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

მათი ცნობით, ინფიცირებული საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა. იგი ამ დროისთვის, რესპუბლიკურ კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი, რომელიც კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 18 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები