მიმდინარე წლის ივლისში, უკანონო ტყითსარგებლობის 213 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 213 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 77 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. იმერეთში დაფიქსირდა 49 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში – 26, აჭარაში – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14, შიდა ქართლში -11, ქვემო ქართლში – 9, მცხეთა-მთიანეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 3, გურიაში კი, 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1 000 მ3-ზე მეტი ხე-ტყე.
ამავე პერიოდში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 28 ფაქტი დაფიქსირდა. ასევე, ამოღებულია 10 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.