“ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან”, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი “ფეისბუქში” წერს.
“12 წელია, რაც რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე. შედეგად, ათასობით ქართველი განდევნეს საკუთარი სახლებიდან და მიწიდან.
ნატო კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან”, – წერს ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში.