აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი შესრულდა.