უკრაინის პორტში 9,6 ტონა ამონიუმის ნიტრატი ინახება
უკრაინის სამხრეთის პორტში 9,6 ტონა ამონიუმის ნიტრატი ინახება, – განაცხადეს უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციაში.
“ამონიუმის ნიტრატი ე.წ. ბიგ-ბეგშია (ტომრებშია) დაფასოებული, სპეციალურ მკვრივ მასალაში, რომელიც ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის გამოიყენება. ასეთ დროს ის ფეთქებად საშიშროებას არ წარმოადგენს, რაც ყველა ტექნოლოგიური პირობების დაცვას უზრუნველყოფს”, – განაცხადეს უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელმაც 149 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5 ათასამდე დაშავდა.
აფეთქების მიზეზად დასახელდა 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი, რომელიც პორტის საწყობში ექვსი წლის განმავლობაში ინახებოდა.