ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ესებუა გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქიამ დაუდასტურა.
“ჩვენთვისაც მოულოდნელი გადაწყვეტილებაა. განცხადების საფუძველზე გადადგა. დღეს ბიუროს სხდომაზე მივიღეთ ამის შესახებ ინფორმაცია”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” კობა ჯიქიამ.
უფრო კონკრეტულად, თუ რა გახდა საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.