მირიან ნიკოლაძე: ანასტასია ზაუტაშვილმა დატოვა პენიტენციური სისტემა, ის მანამდე სამ წელს არ მენახა და არც კონტაქტი გვქონია
გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა სოციალურ ქსელში ელისო კილაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ნიკოლაძემ “შაქარას” საქმის ჩაფარცხვისთვის ანასტასია ზაუტაშვილი საჩუქრად მიიღო.
“ჯერ ორი კვირა ხომ არაგვის მაგივრად ალაზანზე ეძებდა შემთხვევის ადგილს, მერე ბოტასები “ამოიცვა” და ხალხი აცინა, ახლა “კოკაინში” წაუყვია დრუნჩი და ნეტარებისგან ღრუტუნებს, თურმე.
7 მაისს (ანასტასია ზაუტაშვილმა დატოვა პენიტენციალური სისტემა, რომელიც მანამდე სამ წელს არ მენახა და არც კონტაქტი გვქონია), ანუ გიოს მკვლელობამდე თვე-ნახევრით ადრე, ხელისუფლებისთვის წინასწარ “გამიცვლია” ზაუტაშვილის თემა გიორგის მკვლელობის “ჩაფარცხვის სანაცვლოდ”.
“ბოტასა” კი არა, დღეიდან ხარ “კალენდარა”, – წერს მირიან ნიკოლაძე.
ცნობისთვის, ე.წ კოკაინის საქმეზე გასამართლებული ანასტასია ზაუტაშვილი, რომელსაც 30 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ციხე სპეციალური სამაჯურით ვადაზე ადრე დატოვა. როგორც “ქრონიკა პლუსის” რედაქტორმა, ელისო კილაძემ განაცხადა ზ “ზაუტაშვილი ციხიდან ბესელიას ემუქრებოდა, გამიყვანე, თუ არა, ყველაფერს ვიტყვიო – დაუნიშნეს ადვოკატად მირიან ნიკოლაძე, რომელმაც უზრუნველყო ზაუტაშვილის სიმშვიდე (სიჩუმეც). იმდენად ფასდაუდებელი სამსახური გაწია ქოცვაჭარმა ბიძამ შაქარას მკვლელობის ჩაფარცხვის საქმეს, ანასტასია ზაუტაშვილი სამაჯურით აჩუქეს. პოლიტპატიმრად გამოაცხადეთ და ეგაა”.