ბრიტანეთის საბჭომ შემოქმედებითი ნაპერწკლის კონკურსის – Big Idea Challenge 2020-ის ნაციონალური ფინალის გამარჯვებულები გამოავლინა
ბრიტანეთის საბჭომ ლონდონის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2020 წელს ფართო მასშტაბის მქონე ვიდეო ფიჩების კონკურსი „Creative Spark Big Idea Challenge“ განახორციელა.
კონკურსში მონაწილეობით 18-დან 35 წლამდე ასაკის ათასობით ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა ჩამოეყალიბებინა საკუთარი ბიზნეს იდეები და განევითარებინა სამეწარმეო უნარები. ამას გარდა, აღნიშნული ინიციატივა ახალგაზრდა მეწარმეებს ეხმარება ცნობადობის და კარიერული წინსვლის თვალსაზრისით, მაშინ როცა ახალგაზრდების დასაქმება სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება და COVID-19-ის პანდემიამ ეკონომიკას მთელს მსოფლიოში დამანგრეველი დარტყმა მიაყენა.
წლევანდელი გამარჯვებულების გამოცხადება ონლაინ რეჟიმში განხორციელდა. ესენი არიან:
ქვეყნის ჩემპიონი საქართველოში გახდა გუნდი Zero Effect (ანა ქველაძე, თაკო ბარამიძე, ანა ჭყოიძე). კატეგორიაში „კრეატივი“ გაიმარჯვე გუნდმა Albavar Toons (დემური დანგაძე, გიორგი სვანიძე, მიხეილ მეძველია). ციფრული ტექნოლოგიების კატეგორიის გამარჯვებული გახდა Beauty Lab App (მარიამ კობიაშვილი, ქეთევან ბეგაშვილი) სოციალური შეგავლენის კატეგორიაში საუკეთესო იყო გუნდი Zero Effect ((ანა ქველაძე, თაკო ბარამიძე, ანა ჭყოიძე). ხალხის რჩეული კი გახდა გუნდი Miscusi (მარიამ ქემოკლიძე, ელენე რუხაძე, თამთა გოგიაშვილი)
გამარჯვებულების შერჩევა მოხდა სამეწარმეო განათლებისა და კრეატიულ მეწარმეობაში დიდი გამოცდილების მქონე ეროვნული და საერთაშორისო ჟიურის წევრების მიერ. ამას გარდა, 50 000-ზე მეტმა ადამიანმა ონლაინ სივრცეში მონაწილეობა მიიღო „ხალხის რჩეულის“ გამოვლენაში. ქვეყნის ჩემპიონი მიიღებს 2,000 ფუნტამდე თანხას საკუთარი ბიზნეს იდეის შემდგომი განვითარებისთვის. ხოლო დანარჩენი გამარჯვებულები მიიღებენ შესაძლებლობას ისარგებლონ ბრიტანელი მენტორების დახმარებით თავიანთი იდეების შემდგომ განვითარებაში. კონკურსი 2020 წლის 2 მარტიდან 19 ივლისამდე ერთდროულად მიმდინარეობდა აზერბაიჯანში, უზბეკეთში, უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. დაახლოებით 500 ახალი ბიზნეს იდეა შეირჩა, რომელთაც 110 უმაღლესი სასწავლებელი და შემოქმედებითი ორგანიზაცია უჭერდა მხარს. ახალგაზრდა მეწარმეები ერთმანეთს სამ კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ, ესენია: ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა და შემოქმედებითი იდეები. COVID-19 პანდემიის გამო ბრიტანეთის საბჭომ კონკურსს ახალი ნომინაცია დაუმატა, ეს არის „ პანდემიის პასუხად შექმნილი ინოვაციის ჯილდო“. განათლების დეპარტამენტის რეგიონალური დირექტორი რიჩარდ ევერეტი აცხადებს: „არასოდეს ყოფილა ასე აქტუალური ინოვაციური ბიზნეს იდეები, როგორც დღეს მთელს მსოფლიოში ეკონომიკის მხარდასაჭერად და ახალგაზრდების უმუშევრობის დასაძლევად. ჩვენ, ბრიტანეთის საბჭოში, მოხარულები ვართ დავეხმაროთ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და მეწარმეებს, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა ძირეულად შეცვალონ მსოფლიო. იდეების მეხუთედზე მეტი COVID-19 პანდემიას ეხმაურებოდა, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით გამარჯვებულები ახალ ბიზნეს საქმიანობას წამოიწყებენ და მათ ოცნებების განხორციელებაში დავეხმარებით“.
შემოქმედებითი ნაპერწკლის შესახებ
ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემუშავებული პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ 2018 წელს დაიწყო. მას შემდეგ ათასობით სტუდენტმა, კურსდამთავრებულმა თუ ახალგაზრდა მეწარმემ გადადგა პირველი ნაბიჯები თავიანთი ინოვაციური იდეების განსახორციელებლად. პროგრამის მეორე მთავარი მიზანი ახალი თანამშრომლობების ხელშეწყობაა პროგრამის ქვეყნებში, სადაც შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს და ახალგაზრდების უმუშევრობა უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. სწორედ ამიტომ ბრიტანეთის საბჭო აფინანსებს უმაღლესი სასწავლებლების და შემოქმედებით სფეროში მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლობის განვითარებას აზერბაიჯანში, უზბეკეთში, უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და დიდ ბრიტანეთში.
ბრიტანეთის საბჭოს შესახებ
ბრიტანეთის საბჭო არის დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ორგანიზაცია კულტურული ურთიერთობებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში ხელოვნებისა და კულტურის, ინგლისური ენის, განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სფეროებში. გასულ წელს ჩვენ მივწვდით 80 მილიონზე მეტ ადამიანს, ხოლო ონლაინ, მაუწყებლობისა და პუბლიკაციების ჩათვლით – ჯამში 791 მილიონ ადამიანს. ჩვენ შეგვაქვს დადებითი წვლილი იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ვმუშაობთ- ვცვლით ცხოვრებას შესაძლებლობების შექმნით, კავშირების დამყარებით და ნდობის ჩამოყალიბებით. ბრიტანეთის საბჭო დაარსდა 1934 წელს როგორც საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც სამეფო ქარტიით იმართება.