გია ვოლსკი: ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებები მათ ამბიციებში ყოველდღიურად ჩანს

“ნებისმიერი ქვეყნისთვის საფრთხეა, როცა სხვადასხვა პარტიებისგან შემდგარი ჯგუფი მართვის სადავეების ხელში ჩაგდებისკენ ისწრაფვის ისე, რომ მათ ქმედებებში არანაირი კოორდინაცია არ არის”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებები მათ ამბიციებში ყოველდღიურად ჩანს.

„ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებები მათ ამბიციებში ყოველდღიურად ჩანს. ნებისმიერი ქვეყნისთვის საფრთხეა, როცა სხვადასხვა პარტიებისგან შემდგარი ჯგუფი მართვის სადავეების ხელში ჩაგდებისკენ ისწრაფვის ისე, რომ მათ ქმედებებში არანაირი კოორდინაცია და დამოკიდებულება არ არის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოპოზიციის შანსები ძალიან დაბალია. სწორედ მათი დესტრუქციაა იმ საქმიანობის ჩამნაცვლებელი, რაც პარტიებსა და პოლიტიკოსებს წინასაარჩევნოდ მართებთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები