გებრეისუსი: COVID-19-ის წინააღმდეგ იდეალური საშუალება შესაძლოა, ვერასდროს მივიღოთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადჰან გებრეისუსი განცხადებით, ამჟამად კორონავირუსის საწინააღმდეგო იდეალური საშუალება არ არსებობს და შესაძლოა, ის არასდროს გამოჩნდეს.

ამის შესახებ გებრეისუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

“რიგი ვაქცინის კლინიკური ცდები მესამე ფაზაშია და ვიმედოვნებთ, რომ ისეთ ვაქცინებს მივიღებთ, რომლებიც ადამიანების დაინფიცირების არიდებას შეძლებენ. თუმცა, ამჟამად იდეალური საშუალება არ არსებობს და ის შესაძლოა, არც არასდროს მივიღოთ”, – განაცხადა გებრეისუსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები