გერმანიის სკოლებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, სასწავლო დაწყების შემდეგ, მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და მოსამსახურე პერსონალისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.

მანამდე, ანალოგიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბადენ-ვიურთემბერგის, ბავარიისა და მეკლენბურგის ფედერალურ მიწებზე.

აღინიშნება, რომ სკოლებში სიარულის წესების გამკაცრება უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის გაზრდას.

მეკლენბურგში დღეს უკვე დაიწყო სასწავლო წელი და მოსწავლეები სამედიცინო ნიღბებით გამოცხადდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები