ბათუმში სალონის გაქურდვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილეს

სამართალდამცველებმა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთერთი სალონის გაქურდვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილეს.

ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთერთი სალონი გუშინ გაქურდეს. “რეგიონული კვირას” ინფორმაციით, სალონიდან 60 ლარამდე თანხა მოიპარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები