მსოფლიოში “კოვიდ19”-ით ინფიცირებულთა რიცხვი 18 080 067 შეადგენს, ვირუსს 689 370 პირი ემსხვერპლა, 10 691 528 კი განიკურნა.
ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, ყველაზე მეტი ინფიცირებულია აშშ-შია – 4 667 955, ასევე, შეერთებული შტატები ლეტალური შედეგით ლიდერობს – 154 860.
აშშ-ის შემდეგ მოდის ბრაზილია, სადაც 2 733 677 ინფიცირებული და 94 104 გარდაცვლილია; ინდოეთში 1 803 695 ინფიცირებული და 38 135 გარდაცვლილია; რუსეთში 849 277 ინფიცირებული და 14 104 გარდაცვლილია; სამხრეთ აფრიკაში ინფიცირებულთა რიცხვმა 511 485 მიაღწია, გარდაცვლილია 8 366 ადამიანი; მექსიკაში 439 046 დადასტურებული შემთხვევაა და 47 746 ლეტალური.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
ამჟამად, რიგ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა შეინიშნება.