ავღანეთის მთავრობამ ციხეებიდან კიდევ 300 “თალიბანი” გაათავისუფლა
ავღანეთის მთავრობამ ციხეებიდან კიდევ 300 “თალიბანი” გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
ამ ეტაპისთვის, ქაბულმა უკვე 4 900 მებრძოლი გაათავისუფლა. პარასკევს ქვეყნის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ მომდევნო 4 დღის განმავლობაში ციხეებიდან „თალიბანის“ 500 მებრძოლი გავა.
მოლაპარაკებები პატიმრების გაცვლის შესახებ ქაბულში აპრილის დასაწყისში დაიწყო აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ავღანეთის მთავრობამ 5 000 მებრძოლი უნდა გაათავისუფლოს, „თალიბანმა“ კი – 1 000.