ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოპედი გზაზე მოცურდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაშავებულია მოპედის მძღოლი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მედიკოსების თქმით, დაშავებულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და გამოკვლევები უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები