კობა დავითაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ ერთერთ კომპანიაში დასაქმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კობა დავითაშვილი სამინისტროს სისტემაში შემავალ ერთერთ კომპანიაში დაასაქმა.
პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა საკუთარი უმუშევრობის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ დაწერა და დახმარებას ითხოვდა. დავითაშვილი მძიმე ავადმყოფობას ებრძვის. მას ე. წ. ბეხტერევის დაავადების დიაგნოზი 2017 წლის ივლისში დაუსვეს.
კობა დავითაშვილის თქმით, დაავადება მას იმ ძლიერი ტრამვების შედეგად განუვითარდა, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს მიაყენეს, როცა მიტინგის დროს სპეცრაზმელები თავს დაესხნენ, სასტიკად სცემეს და სიკვდილის პირამდე მიიყვანეს.