ალასკაზე თვითმფრინავების შეჯახებას 7 ადამიანი ემსხვერპლა
ალასკაზე მსუბუქძრავიანი თვითმფრინავების შეჯახების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
Reuters-ის იმფორმაციით, დაღუპულთა შორის შტატის ერთერთი კანონმდებელი, გარი კნოპია. ის თვითმფრინავს მართავდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევა კენაის ნახევარკუნძულის ქალაქ სოლდოტნას აეროპორტთან მოხდა. ავიაკატასტროფის შედეგად 6 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1 – საავადმყოფოში მიყვანამდე.