საფრანგეთში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის შემთხვევებმა 54%-ით მოიმატა
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა 54%-ით იმატა.
The Guardian-ი წერს, რომ ახალი შემთხვევები ყველა ასაკობრივ ჯგუფს შეეხო, თუმცა ქვეყანაში განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ვირუსის 20-დან 30 წლის ასაკის ახალგაზრდებშიც არის ფართოდ გავრცელებული.
ასევე, გაზრდილია ისეთი პაციენტების რიცხვი, რომლებსაც ინტენსიური თერაპია ესაჭიროება.
საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში ვირუსის 1377 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მონაცემზე უმნიშვნელოდ ნაკლებია, გარდაიცვალა 16 პაციენტი.
პანდემიის დაწყებიდან საფრანგეთში “კოვიდ-19”-ის 222 469 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 30 241 ადამიანი ემსხვერპლა, 81 632 კი განიკურნა.