“სწავლის დაწყების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომუნიკაცია არ გვქონია”

სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო რამდენიმე მოდელზე მუშაობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა განუცხადა.

ტიკარაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„განათლების სამინისტრო ინტენსიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან, თუმცა სწავლის დაწყების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია, ვინაიდან დღევანდელი ეპიდვითარება ჩვენ ამის საფუძველს არ გვაძლევს. საუბარია სხვადასხვა მოდელზე. მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრო დააზუსტებს, საჭირო დროს ჩვენს მოქალაქეებს აცნობებს. ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ სწავლა უნდა იყოს ჩვენი ბავშვებისთვის უსაფრთხო და, რა თქმა უნდა, ჩვენმა ბავშვებმა უნდა შეძლონ და მიიღონ შესაბამისი განათლება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები