გია აბაშიძე: პოლარიზაციას კრიმინალთა, ზოგადად, ჟორიკების ციხეში ყოფნა კი არ იწვევს, არამედ იწვევს მათი ყოფნა პოლიტიკაში და მათი ე.წ. ლიდერებად გამოცხადება

“პოლარიზაციას კრიმინალთა, ზოგადად, ჟორიკების ციხეში ყოფნა კი არ იწვევს, არამედ იწვევს მათი ყოფნა პოლიტიკაში და მათი ე.წ. ლიდერებად გამოცხადება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და სენატორ რიშს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს.

აბაშიძის თქმით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვერც სასამართლოს ვერდიქტს მისცემს შეფასებას და ვერც პრეზიდენტის უფლებამოსილებაში ჩაერევა, თუნდაც – რეკომენდაციის მიცემის გზით.

“ამერიკელი სენატორი რიში: სალომე ზურაბიშვილმა რურუა უნდა შეიწყალოს” პოლიტიკის მცოდნეებმა და, ზოგადად, საზოგადოებამ ვიცით, რომ ხელისუფლების დანაწილების საყოველთაოდ აღიარებული, დემოკრატიული პრინციპიდან გამომდინარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, ვერც სასამართლოს ვერდიქტს მისცემს შეფასებას და ვერც პრეზიდენტის უფლებამოსილებაში ჩაერევა, თუნდაც – რეკომენდაციის მიცემის გზით. საქართველოს ყველა ხელისუფლება ყოველთვის პატივისცემით ეკიდება სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, აშშ-ის სენატორთა პოზიციას. გიორგი (ჟორიკა) რურუას მიმართ განაჩენი ხელისუფლების დამოუკიდებელმა შტომ, სასამართლომ გამოიტანა, ხოლო მსჯავრდებულის შეწყალების საკითხი, ასევე, დამოუკიდებელი ინსტიტუციის – საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება! ისევე, როგორც არაერთ სუვერენულ ქვეყანაში. სენატორმა რიშმა ასევე თქვა – ,,მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი, რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვეევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება, თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე”. მმართველმა პარტიამ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა და ახლაც ამბობს, რომ სრულ გარანტიას იძლევა,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდება ისევე, როგორც ამ 8 წლის განმავლობაში. მთავარია უცხოელი დამკვირვებლების ობიექტური დასკვნები და არა – “ნაცმო”-ს სატელიტი “ენჯეოების” “ფეიკი” სისულელეები. პოლარიზაციას კრიმინალთა, ზოგადად, ჟორიკების ციხეში ყოფნა კი არ იწვევს, არამედ იწვევს მათი ყოფნა პოლიტიკაში და მათი ე.წ. ლიდერებად გამოცხადება. პამდემიის ფონზე, ეს საპარლამენტო არჩევნებიც გამართულად ჩატარდება იმის მიუხედავად, თუ რას შეთხზავენ და იწიკვინებენ ნაცვასალი “ენჯეოები” და ფულის მონა ნაცარხები”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები