ვიეტნამში კორონავირუსისგან პირველი გარდაცვალება დაფიქსირდა

ვიეტნამში, პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსისგან პირველი გარდაცვალება დაფიქსირდა.

გამოცემა Vietnam News-ის ინფორმაციით, ვირუსს 70 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, რომელიც საავადმყოფოში სხვა დიაგნოზით იყო მოთავსებული და COVID-19-ით სამედიცინო დაწესებულებაში დაინფიცირდა.

პანდემიის დაწყებიდან ვიეტნამში სულ 509 დადასტურებული შემთხვევა იყო, მათგან 93 გამოვლინდა 25- 31 ივლისის პერიოდში, მხოლოდ 45 შემთხვევა დღეს გამოვლინდა.

ვირუსის ახალი აფეთქება საკურორტე ქალაქ დანანგში დაიწყო. დღემდე ვიეტნამში ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამჟამად, კარანტინის რეჟიმში 53 ათასზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები