სვანეთის ისტორიის მუზეუმში წიგნის – „სვანეთის ნუმიზმატიკური საგანძური” – პრეზენტაცია გაიმართება
2 აგვისტოს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერის, მაია პატარიძის წიგნის პრეზენტაცია – „სვანეთის ნუმიზმატიკური საგანძური (პოლიტიკურ-ეკონომიკური და ეთნოლოგიურ-კონფესიური ასპექტები ძვ.წ. V – ახ. წ. XVIII საუკუნეები)” – გაიმართება.
წიგნში ისტორიული, არქეოლოგიური თუ ეთნოლოგიური კვლევის საშუალებით განხილულია სვანეთი არა როგორც ცალკეული რეგიონი, არამედ მთელი საქართველოს განუყოფელი ნაწილი და, ამ ფონზე ნუმიზმატიკურ ძეგლებზე (და არა მარტო ნუმიზმატიკურზე) დაყრდნობით, წარმოჩენილია სვანეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება დროის უდიდესი მონაკვეთის მანძილზე, მისი მჭიდრო ურთიერთობა კოლხეთის ბართან და ამ გზით – მეზობელ ქვეყნებთან. წიგნი დაიბეჭდა მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. წარდგენა 16:00 საათზე დაიწყება.