აშშ-ის ელჩი: ძალიან ბევრმა ქვეყანამ აღიარა საქართველოს წარმატება კოვიდ-19-ის კრიზისისას

“ძალიან ბევრმა ქვეყანამ აღიარა საქართველოს წარმატება, ძალიან პასუხისმგებლიანი და ეფექტური მართვა კოვიდ 19-ის კრიზისისა”, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატება ბევრმა ქვეყანამ აღიარა. ახლა კი მთავარი საკითხი ეკონომიკური გამოწვევაა და ხელისუფლება ცდილობს სწრაფად გახსნას ეკონომიკა.

“ასევე ჩვენ ვაფასებთ ქართული საზოგადოების რეაქციას და გაგებით დამოკიდებულებას მთავრობის მოთხოვნებთან დაკავშირებით. ახლა რჩება მთავარი გამოწვევა, ეკონომიკური გამოწვევა და ვხედავ, რომ მთავრობა ამას პასუხისმგებლობით უდგება და ცდილობს სწრაფად მოხდეს ეკონომიკის გამოცოცხლება”, – განაცხადა დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები