აშშ-ში კორონავირუსის 70 ათასზე მეტი შემთხვევა გამოავლინეს

აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის 70 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში ქვეყანაში 4 427 493 ინფიცირებულია.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, ბოლო 24 საათში ვირუსს 1403 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 150 716 ლეტალური შემთხვევაა.

გუშინ ახალი შემთხვევების რიცხვი 61 660 შეადგენდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 1244-ია.

ამასთან, შეერთებულ შტატებში ვირუსის დამარცხება 1 389 425 პაციენტმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები