კელი დეგნანი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იმყოფებოდა და დასავლეთის სარდლობის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოისმინა

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იმყოფებოდა. კელი დეგნანსა და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა უმასპინძლა.

როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ ამერიკელ სტუმრებს დასავლეთის სარდლობის საქმიანობის, მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. სტუმრებმა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.

ახლადდანიშნულმა სარდალმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პატრიორობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე. აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის ერთერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა საერთაშორისო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები