ონში, პრემიერის ხელმძღვანლობით, სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს

პრემიერი გიორგი გახარია ონში სტიქიის ზონის დათვალიერიების შემდეგ მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომას მართავს.

სხდომას პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში – სოზარ სუბარი, რაჭა-ლეჩზუმ-სვანეთის მაჟორიტარი-დეპუტატი – გოჩა ენუქიძე, მხარის რწმუნებული – არჩილ ჯაფარიძე და სხვა პასუხისმგებელი პირები ესწრებიან.

პრემიერმა სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

გოჩა ენუქიძის განმარტებით, სხდომაზე ყველა ის პრობლემური საკითხი დაისმება, რაც სტიქიამ რეგიონს შეუქმნა და მათ გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ.

”ვიმყოფებოდით სოფელ ღებსა და პატარა ღებში, ადგილზე გავესაუბრეთ დაზარალებულ მოსახლეობას, დაზიანებული ხიდები და გზები დავათვალიერეთ, პრემიერმა შესაბამისი დავალებები გასცა, ახლა იწყება გაფართოებული შტაბის სხდომა და ჩაიშლება საკითხები. ზარალი მასშტაბურია, მაგრამ რიცხვებზე მე დღეს ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა გოჩა ენუქიძე.

ენუქიძის ვარაუდით, შტაბის სხდომა 2 საათს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები