პროკურორი: გიორგი რურუას საქმეზე სასამართლომ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო

“ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საბოლოოდ შეაფასა დღეს სასამართლომ და მიიღო ის ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება, რომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო”, – ამის შესახებ გიორგი რურუას საქმის პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საბოლოოდ შეაფასა დღეს სასამართლომ და მიიღო ის ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება, რომ ბრალად წარდგენილ ქმედებებში, ანუ 381-ე მუხლის პირველ ნაწილში და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილში, გიორგი რურუა ცნო დამნაშავედ. ერთობლიობაში, სასამართლომ მიუსაჯა მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. თავისთავად, ეს არის ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ მიიღო. მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე. მოცემულ მტკიცებულებებს რაც შეეხება, ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა როგორც ერთი დანაშაულის მიმართ, ასევე – მეორე დანაშაულის მიმართ. პოლიტიკურ ჭრილს რაც შეეხება, თავისთავად, მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო, ბრალდების მხარეს კონკრეტული მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი და ამ მტკიცებულებების შეფასება მოხდა სასამართლოს მიერ“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები