ჩინეთში კორონავირუსი ბრუნდება – ბოლო ერთ დღეში 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში ბოლო ერთ დღეში “კოვიდ-19”-ის 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 105 შემთხვევაში დაავადება აქტიური ფორმით ვითარდება, 21-ში – კი უსიმპტომოდ.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს.
ჩინეთში პანდემიის დაწყებიდან ვირუსის 84 165 შემთხვევაა დადასტურებული, 4 634 პირი გარდაიცვალა. ამჟამად 574 პაციენტი მკურნალობს.
ცალკე ჰონგ კონგში ეპიდემიის დაწყებიდან 3002 შემთხვევა გამოვლინდა, 24 გარდაიცვალა, 1591 გამოჯანმრთელდა; მაკაოში 46 შემთხვევა იყო, არცერთი გარდაცვლილი, ყველა პაციენტი გაწერილია; ტაივანზე კი 467 ინფიცირებული გამოავლინეს, 7 გარდაიცვალა, 440 განიკურნა.
ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 2019 წლის 31 დეკემბერს ქალაქ უხანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ჯანმო-მ უკვე 11 მარტს COVID-19 პანდემიად გამოაცხადა.