ეკატერინე ტიკარაძე: ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს, რომ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას გავუმკლავდეთ

“ჩვენი ეპიდემიოლოგებისა და სამედიცინო პერსონალის მხრიდან დღეს სრულად ხდება ინფექციასთან გამკლავება, ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ექიმები ვირუსის მძიმე ფორმებთან გამკლავებასაც შეძლებენ.

„პერიოდულად ჩვენ ვხედავთ, რომ ვირუსის ნიშნები არის საკმაოდ დაბალი. ჩვენი ეპიდემიოლოგებისა და სამედიცინო პერსონალის მხრიდან დღეს სრულად ხდება გამკლავება, ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვაკვირდებით, რომ საქართველოში არის სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ექიმები შეძლებენ, გაუმკლავდნენ ვირუსის მძიმე ფორმებსაც. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ და ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ჩართულია რეგულირების სააგენტო და ხდება მონიტორინგი, რომ დარწმუნებული ვიყოთ, ინფექციის მატებასთნ ერთად, ყველა ჰოსპიტალი შეძლებს თუ არა პაციენტების მიღებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები