ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე 2020 საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

“შეხვედრას ესწრებოდნენ NDI – ის წამყვანი ექსპერტი და საარჩევნო პროგრამის დირექტორი პატრიკ მერლო, NDI -ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი, NDI-ის ყირგიზეთის ოფისის დირექტორი ალან გილამი და NDI – საქართველოს პროგრამის უფროსი მენეჯერი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში თეონა ყუფუნია”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები