ყაზბეგის მერიის სოციალური პროგრამით 6 თვის განმავლობაში 331-მა ბენეფიციარმა ისარგებლა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით 2020 წლის 6 თვის განმავლობაში 331-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, რომელთა დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 234 423 ლარი გაიცა.
სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებით ისარგებლა ეკონომიკურად შეჭირვებულმა 60-მა ბენეფიციარმა, რომელთა დასახმარებლად გაიცა 124 900 ლარი.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პენსიონერებისა და ქრონიკულად დაავადებულების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით ისარგებლა 170-მა ბენეფიციარმა, გაიხარჯა  42 250 ლარი.
ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით ისარგებლა  27-მა ბენეფიციარმა, გაწეული ხარჯი შეადგენს  10 500 ლარს.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით ისარგებლა 25-მა ბენეფიციარმა, რომელთა დასახმარებლად გაიცა 16 350 ლარი.
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დახმარების პროგრამით ისარგებლა 9 ბენეფიციარმა, გაწეული ხარჯი შეადგენს  12 178 ლარს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები უხუცესების (რომელთაც შეუსრულდათ 85 და მეტი წელი) დახმარების პროგრამით ისარგებლა  21-მა ბენეფიციარმა, გაწეული ხარჯი შეადგენს  5 250 ლარს.
ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარების პროგრამით ისარგებლა  2-მა ბენეფიციარმა, რომელთა დასახმარებლად გაიცა 2 380 ლარი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალური შემწეობის მიმღები, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტების დაფინანსების პროგრამით ისარგებლა 10-მა ბენეფიციარმა, გაწეული ხარჯი შეადგენს  13 865 ლარს.
ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფებისა და ფსიქიკურად დაავადებულთა დახმარების პროგრამით ისარგებლა  5-მა ბენეფიციარმა, რომელთა დასახმარებლად გაიცა 6 000 ლარი.
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამით ისარგებლა 2-მა ბენეფიციარმა, რომელთა დასახმარებლად გაიცა 750 ლარი.
ყაზბეგის მერიის სოციალური პროგრამა თხუთმეტამდე ქვეპროგრამისგან შედგება, რომლის მიზანია, დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები