თერჯოლის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც სველი წერტილები მოეწყობა

სამუშაოები 10 საჯარო სკოლაში უკვე მიმდინარეობს, რომელსაც ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 462 ათასი ლარით ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს “მტმ” ახორციელებს, 4 სკოლაში კი ინფრასტრუქტურული პროცესები უახლოეს მომავალში დაიწყება.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა გოგიაშვილმა ალისუბნისა და ახალთერჯოლის საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები მოადგილე – მანუჩარ რობაქიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და როგორც სამუშაოების მიმდინარეობაზე, ასევე სკოლების ინფრასტრუქტურაზე ინფორმაცია მოისმინა.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში არსებული 24 საჯარო სკოლიდან 3 ახალი შენდება, 14-ს კი რეაბილიტაცია უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები