“12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი“- ძლიერმა ნალექმა ონის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა (ფოტო, ვიდეო)

ძლიერმა გადაუღებელმა წვიმამ მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ადიდება გამოიწვია -ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ სატელეფონო ინტერვიუში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
მხარის რწმუნებულის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში სიტუაცია საკმაოდ რთულია და 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი -„წაღებულია 10 ხიდი, გარესამყაროს 12 სოფელი და 2 ათასამდე ადამიანია მოწყვეტილი. ამ სოფლებს ელექტროენერგიის მოწოდებაც შეწყვეტილი აქვს, გზის ცენტრალური მაგისტრალი სამ ადგილასაა ჩაწყვეტილი და საკმაოდ რთული სურათია, გადაადგილება შეუძლებელია, ჩვენ მყისიერად დავიწყეთ მოქმედება, დაიწყო შემოვლითი გზის შეკეთება. თუმცა, არ ვიცით, რა სურათი დაგხვდება სხვადასხვა ლოკაციაზე. მართალია, მდინარე რიონის დონემ ცოტა დაიწია, მაგრამ ისევ მოდიდებულია და საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს”, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
მხარის რწმუნებულისგან ისიც შევიტყვეთ, რომ სტიქიას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია და ხელმძღვანლობა სოფლის რწმუნებულებთან მუდმივი კონტაქტით მოსახლეობის საჭიროებებს იგებს – “ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ თემის რწმუნებულებთან, მთელ ღამეს მუშაობა არ შეუწყვეტია სამაშველო სამსახურებს. ამ წუთასაც სრული მობილიზაციაა და ჩვენ სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, -განაცხადა მხარის რწმუნებულმა.
ამ ეტაპისთვის ონში წვიმა შეწყვეტილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები