მარტვილში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასა და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, „გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“ აქციის ფარგლებში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარტვილის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საჯარო მოხელეები, სხვადასხვა უწყების თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთვნენ.
“აქციის მიმდინარეობის პროცესს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე გრიგალავა გაეცნო.
აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.
უანგარო დონორობის აქცია შ.პ.ს. „სისხლის ბანკის“ ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები