ბორის ჯონსონი: მოდით, ძალიან მკაფიოდ ვისაუბროთ იმაზე, რაც ევროპაში ხდება – აქ კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნებია
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ევროპის რიგ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა შეინიშნება.
ამის შესახებ ჯონსონმა ბრიტანეთის მთავრობის იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, ესპანელ ტურისტებს კარანტინის გავლა მოუწევთ.
“რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ სწრაფი და გაბედული ნაბიჯები გადავდგათ იქ, სადაც, ჩვენი აზრით, რისკები იზრდება. მოდით, ძალიან მკაფიოდ ვისაუბროთ იმაზე, რაც ევროპაში ხდება: ვშიშობ, ჩვენ ზოგიერთ მეგობარ ქვეყანაში, ზოგიერთ ნაწილში შეგიძლიათ, კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნები შეამჩნიოთ”, – თქვა ჯონსონმა.
მისივე თქმით, ადამიანებზეა დამოკიდებული, არიან თუ არა ისინი მზად, საზღვარგარეთ მგზავრობის დროს საკუთარ თავზე აიღონ ყველა რისკი.
მანამდე, ესპანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა ესპანელი ტურისტებისთვის საკარანტინე შეზღუდვების დაწესებით შეცდომა დაუშვა.
თუმცა, ბრიტანეთის პარალელურად, დღეს გახდა ცნობილი, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს ურჩია, ესპანეთის სამ რეგიონში მგზავრობისგან თავი შეიკავონ, მათ შორის, კატალონიაში.