“გამოკითხულთა 10 % მიიჩნევს, რომ 5G ინტერნეტის ინფრასტრუქტურა კორონავირუსის გავრცელებასთანაა დაკავშირებული, 19% აცხადებს, რომ ვირუსისგან თავის დასაცავად ხალხურ მედიცინას მიმართა”

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე – “ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, რომ “ხუთი ჯი” ინტერნეტის ინფრასტრუქტურა დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან” – გამოკითხულთა 10 პროცენტი მოსაზრებას ეთანხმება, 45 პროცენტი არ ეთანხმება, 16 პროცენტს “5G” ინტერნეტის შესახებ არ სმენია, 30-მა პროცენტმა კი პასუხი არ იცის.

NDI -ის კვლევის თანახმად, კითხვაზე – “ზოგი ფიქრობს, რომ ხალხური მედიცინის საშუალებები, (როგორიცაა ცხელი წყლის, არყის დალევა, ნივრის ჭამა და ა.შ.) ეფექტურია კორონავირუსისგან თავის დასაცავად და მის სამკურნალოდ. მიგიმართავთ თუ არა ხალხური მედიცინის რომელიმე საშუალებისთვის კორონავირუსისგან თავის დასაცავად ან მის სამკურნალოდ”, – გამოკითხულთა 19 პროცენტი აცხადებს, რომ დიახ, მიუმართავს. 78 პროცენტის თქმით, არ მიუმართავს. კითხვაზე პასუხი 3-მა პროცენტმა არ იცის.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, აღნიშნული გამოკითხვა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები