შემოსავლების სამსახურმა სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ ზუგდიდში 24-საათიან რეჟიმში განხორცილებული მონიტორინგის შედეგად, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის (790 კოლოფი უაქციზო სიგარეტი) ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ საქონელი.
“ერთ შემთხვევაში, სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო მეორე შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.